ავტორი:

"იყო შემთხვევები, როცა გოგონებზე მამებისა და ქმრების თვალწინ ძალადობდნენ" - სირიის ჯოჯოხეთი და პუტინის მხარდაჭერით გამარჯვებული ასადის რეჟიმის ფასი

"იყო შემთხვევები, როცა გოგონებზე მამებისა და ქმრების თვალწინ ძალადობდნენ" - სირიის ჯოჯოხეთი და პუტინის მხარდაჭერით გამარჯვებული ასადის რეჟიმის ფასი

ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Мемориал-ის წევრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდნენ დოკუმენტურ მასალებს სირიაში არსებულ უმძიმეს რეალობაზე, რომელშიც იქ დარჩენილ ადამიანებს უწევთ ყოფნა... ეს არის 16 ადამიანის ისტორია, რომელიც სირიაში შექმნილ სურათს მთელი სიმძიმით წარმოაჩენს.

ანგარიშში, "10 ჯოჯოხეთური წელი", სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს მომხდარი ამბებია აღწერილი, მუდმივი დაბომბვებისა და ბლოკადების კვალდაკვალ, ბაშარ ასადის რეჟიმის პირობებში იქ მცხოვრებ ადამიანებზე ძალადობისა და მათი სრული უუფლებობის შესახებ... რუსმა უფლედამცველებმა 100-ზე მეტი სირიელი ჩაწერეს სხვადასხვა ადგილიდან, რომლებმაც შეძლეს და სირიის ჯოჯოხეთს თავი დააღწიეს.

"უფლედამცველები ათასობით ადამიანის უბედურებაში ბაშარ ასადთან ერთად, ვლადიმირ პუტინსაც ადანაშაულებენ, როგორ მთავარი ტერორისტის რეჟიმის მხარდამჭერს... რომ არა პუტინი, ასადი უკვე აღარ იქნებოდა" - წერს ტელეკომპანია tvrain.ru-ს ინტერნეტ-გვერდი, რომლის ცნობითაც, სირიაში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, რუსეთს როგორც დამხმარედ კი არა, "დესტრუქციულ ძალად" მიიჩნევს. ბევრი მათგანის თქმით, ოჯახის წევრები და ახლობლები სწორედ რუსეთის ბომბდამშენებმა დაუხოცეს.

გამოცემის ცნობით, ვერც ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო, სირიის ციხეებში დახოცილი ადამიანების რაოდენობა მიახლოებით მაინც დაედგინათ. Human Rights Watch-ის 2018 წლის მონაცემებით, 2011 წელს 90 000- ზე მეტი ადამიანი, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა სამართლამდაცვმელებმა დააკავეს და სირიის ციხეებში გადაიყვანეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ყველაზე მეტი რაოდენობით, ოპოზიურად განწყობილი და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს სამსაუხურში აკითხავდნენ, ზოგი, უბრალოდ ქუჩიდან ქრებოდა. ისინი ძირითადად სამხედრო ციხეებში გადაჰყავდათ.

"დაკავებულებს, სქესისა და ასაკის მიუხედავად, არაადამიანურად აწამებდნენ. დაკითხვისას, მათ რკინის ჯოხით სცემდნენ. ამის შემდეგ, მათ კამერაში აბრუნებდნენ, მომდევნო დაკითხვამდე და ასე გრძელდებოდა დიდხანს... ზოგ მათგანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ... 17 წლის გოგონა, რომელიც სკოლიდან პირდაპირ დამასკის ციხეში წაიყვანეს, იხსენებდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და გამოიარა" - წერს გამოცემა.

გოგონას თქმით, ერთ 5 მეტრიან ოთახში 100-მდე ადამიანი იყო შეყრილი. მორიგეობით ეძინათ. ზოგს პირდაპირ ზეზეულად ეძინა, უამრავი ადამიანი შეირყა... ისინი გააქრეს.

"ისეთებს, ვინც საკვებისა და წამლების დეფიციტის გაპროტესტებას ცდილობდნენ, ხოცავნდნენ. დიაბეტიანი ადამიანი ცემით მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ციხის საკვები არ შეჭამა... ჩემს თვალწინ მოკვდა მასწავლებელი ქალი, რომელიც ფეხმძიმედ იყო. მან ნაადრევად იმშობიარა, რადგან დაკითხვისას სასტიკად ცემეს. ის ცუდად გახდა, მერე არ გვინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მოკლეს. დაკითხვიდან დაბრუნებული ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ მათ გერმანულ სკამზე სვამდნენ, დენს უერთებდნენ. წამების დროს, უამრავი მათგანი ხერხემლის მოტეხილობით იხოცებოდა... წამების დროს, ორჯერ დავკარგე გონება, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი. დაღუპულების უმეტესობას, სიკვდილის მიზეზად, გულის შეტევას ან ინსულტს უწერდნენ, ეს მათ, ვისი ახლობლებიც მათ ძებნას გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ცდილობდნენ..." - ჰყვება გოგონა.

ერთ-ერთი დაზარალებული, ალეპოელი სტუდენტი იგონებს, რომ ციხეში მასზე და სხვა პატიმრებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ძირითადად, დაცვის თანამშრომლები... ინტერვიუერები ანგარიშში ჰყვებიან, თუ როგორ ძალადობდნე მათზე ასადის ჯარისკაცები.

"იყო შემთხვევები, როდესაც მთლიანად ოჯახებს აკავებდნენ, ქალებსა და გოგონებზე კი მათი მამების, ქმრების ან ოჯახის წევრი მამაკაცების თვალწინ ძალადობდნენ".

სირიელი იურისტი, რომელიც ასადის რეჟიმის მსხვერპლებთან წლების განმავლობაში მუშაობდა, ჰყვება, რომ დაკავებულ მამაკაცებზეც ძალადობდნენ. გამოკითხული 400-დან, ყოველი მეოთხე სექსუალური ხასიათის წამებაზე საუბრობდა.

2018 წლის გაეროს საერთაშორისო კომისიის მოხსენების თანახმად, სირიის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ დაკავებულისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად, სწორედ ამ მეთოდს იყენებდნენ.

Amnesty International-ის მოხსენების თანახმად, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, 2011-დან 2014 წლებში, სავარაუდოდ, 200 000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

ამ დროს ISIS-ის წევრები გვირაბებსა და სხვა თავშესაფრებში იმალებოდნენ, თუმცა დამალვას ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოსახლეობა... ზოგჯერ ისინი ცოცხალ ფარად, იქაურებსაც იყენებდნენ.

"2016 წლის 25 სექტემბერს, რუსეთის ავიაციამ ალეპო დაბომბა. პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა, კამერა ავიღე და იმ ადგილისკენ გავიქეცი. რუსულმა ავიამოიერიშემ, ე.წ. კასეტური ბომბი ჩამოაგდო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დახოცილიყო... ნამსხვრევები სახლის სახურავს ხომ ხვდებოდა, მთელ შენობას აფეთქებდა. ცოტ ხანში, ადგილობრივები უკვე ვარჩევდით ბომბების სახეობებს, ასევე დიდი სიმაღლიდან, ხმით ვარჩევდით რუსული თვითმფრინავების მოდელს და წინასწარ შეგვეძლო გამოგვეცნო, სად დაეცემოდა ბომბი. ეს უკვე ჩვენი ცხოვრება იყო..." - ჰყვება ალეპოელი, ქალაქ ხომსელი ფოტოგრაფი, რომლის ცნობითაც, ასადის რეჟიმი რეგულარულად ახორციელებდა იერიშს საავადმყოფოებზეც.

ორგანიზიაცია Medecins du Monde-ს ცნობით, 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ ალეპოზე ბაშარ ასადის რეჟიმი დამყარდა, იქ არც ერთი მოქმედი საავადმყოფო აღარ დარჩა. საერთაშორისო ორგანიზაციამ "ექიმები ადამიანის უფლებებისთვის", საბრძოლო იერიშები დოკუმენტურად შეისწავლა და 350 სამედიცინო დაწესებულებაზე 600-მდე თავდასხმა დაფიქსირდა, მათი 90% სწორედ ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიერ იყო განხორციელებული.

"სამედიცინო დაწესებულებების მდებარეობის კოორდინატების გადაცემაში სწორედ რუსეთს ადანაშაულებდნენ. რუსული ბომბდამშენები სამიზნეს სამედიცინო პუქნტები და ჰოსპიტალები წარმოადგენდა" - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში, თუმცა რუსეთის თავდაცვა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

უფლებამდაცველების ცნობით, 2012-დან 2018 წლამდე სირიაში 40-დან 300-მდე აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმეტესობა, რუსეთში ან რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იყო დამზადებული. ყველაზე მასშტაბური 2012 წელს, ღუტას პროვინციის აღმოსავლეთით, ქიმიური იარაღის ზარინას გამოყენება იყო. სწორედ ეს გახდა 2014 წელს, სირიის ომში დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის მონაწილეობის მიზეზი.

"მე ვნახე თუ როგორ მოქმედებს ზარინა ადამიანებზე, ისინი ჯერ მხედველობას კარგავენ, შემდეგ გაგუდვა ეწყებათ, პირიდან ქაფი მოსდით და ითიშებიან... 30 მოწამლული ბავშვი ვნახე, ზარინათი მოწამული, რომელთაც წყალს ასხამდნენ... ნაპირზე ამოყრილ თევზებს ჰგავდნენ. ეს სურათი არასდროს დამავიწყდა. ვინც ეპიცენტრში მოხვდა, მაშინვე დაიხოცნენ, სხვები წვალობდნენ..." - იხსენებს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ქალაქი სასწაულებრივად დატოვა.

გაერომ სირიელების გადარჩენის მეთოდი ასე შეაფასა "შიმშილი თუ კაპიტულაცია"... ათასობით ადამიანმა ოჯახის წევრები დ ახლობლები იქ დატოვა. მათ შესახებ არც არაფერი გაუგიათ, თუმცა, იციან, რომ ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში ახლაც გრძელდება...

"შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება" - ვლადიმერ პუტინი

"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს