ავტორი:

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ თუკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება საკმარისი არ არის, ის მე-8 იქნება, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება. ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა ამის შესახებ „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა.

„განცხადება ძირითადად ეკუთვნოდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე წევრებს. თუკი ეს საკმარისი არ არის, ნება მომეცით მას ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა დავუმატო. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც ბატონმა დანიელსონმა გამოაქვეყნა, ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი არის პარტნიორი და არა - ინსტრუმენტი“, - დაწერა მან „ტვიტერზე“, როცა პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას პოსტი გააზიარა, სადაც ხოშტარია წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარების განცხადების დისკრედიტაცია დაიწყო.

მანამდე, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით "იმუქრებიან", გაუგებარია.

„გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. მასში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.

რას აცხადებენ კლინიკაში ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე?

ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს

"IRI-ის კვლევა რომ ჩატარდა, გახარია "ოცნების“ ლიდერი იყო - ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურს" - ირაკლი კობახიძე