ავტორი:

"მოვდივარ პოლიტიკაში, ოღონდ გვერდიდან... გახარიას შევუთვალე კიდეც, რომ აუცილებლად დავუდგები გვერდით" - გიორგი გურგულია

"მოვდივარ პოლიტიკაში, ოღონდ გვერდიდან... გახარიას შევუთვალე კიდეც, რომ აუცილებლად დავუდგები გვერდით" - გიორგი გურგულია

გიორგი გურგულიასთან ინტერვიუ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვით დავიწყეთ, მერე კი მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდსაც შევეხეთ.

- პანდემიამ ცოტა დაგვაზარალა, ერთი წელია, უმუშევარია მთელი საქართველოც და მსოფლიოც...

- მძიმე ზამთარი გამოვიარეთ, როგორც პანდემიური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით...

- გამიხარდა, რომ გიორგი გახარია, როგორც მესამე ძალა, აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას. ხალხს მოჰბეზრ და ერთი და იგივე, თანაც ყველას ისე უჭირს, რა დროს პოლიტიკაა! მე რომ მთავრობის ადგილას ვიყო, დავნიშნავდი ახალ არჩევნებს და დავანახებდი ოპოზიციას, რომ რაც ოქტომბერში აიღეს, იმასაც ვეღარ აიღებდნენ, თუმცა ეს ხომ ოპოზიცია არც არის, ესენი ქვეყნის მტრები არიან. ევროპა გეხვეწება, შერიგდით და მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ, რომ ევროპული სივრცის ნაწილად იქცეო, შენ კი მაინც არაფრის დათმობა არ გინდა! გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე ხალხზე არ ფიქრობს. ფიქრობენ სკამზე, საკუთარ თავსა და პოლიტიკურ კარიერაზე, ამიტომ მე არც ერთს არ დავუჭერ მხარს. თუ მესამე ძალა გაჩნდება, მას უფრო ვენდობი.

- გახარია შეიძლება იყოს მესამე ძალა? და ვის ელოდებით მის გვერდით?

- ყველაზე ლოგიკურად მოაზროვნე გიორგი გახარია აღმოჩნდა. ნაჩქარევი იყო "ნაცმოძრაობის" ოფისში შევარდნა. ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც უნდა წამოგებოდა მთავრობა და წამოეგო კიდეც. ჩვენ ხომ ჯერ ნაბიჯს ვდგამთ და მერე ვფიქრობთ, ამას რა მოჰყვება! თუ გინდა ევროპის ნაწილი გახდე, მათი რჩევებიც უნდა გაითვალისწინო. ვფიქრობ, გახარია სწორედ ასე იქცეოდა, ამიტომ მინდა, გვერდით დავუდგე.

მისი პოლიტიკური გამჭრიახობის იმედი მაქვს. როცა ქვეყანას დასჭირდა, მას არც ბოდიშის მოხდა გასჭირვებია. ამდენი დანაშაული ჩაიდინა "ნაცმოძრაობამ" და ერთი ბოდიში არ გამიგონია მათგან! ველი, რომ გახარია წესიერ ხალხს ამოიყენებს გვერდში. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ისინი, ვინც ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრებს.

- თქვენც ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში მოსვლას?

- მე ხელოვანი ადამიანი ვარ, პოლიტიკა კი ყველაზე უმადური და ურთულესი საქმეა. ის ყველას ეხება, რადგან პოლიტიკა წყვეტს ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს.

- ანუ მოდიხართ პოლიტიკაში თუ არა?

- მოვდივარ, ოღონდ გვერდიდან, როგორც მრჩეველი, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს როგორც პოლიტიკურ რეკლამაში, ისე იდეოლოგიის შექმნაში. მინდა ის ხალხი შევკრიბო, ვინც დღეს არც ერთ ბანაკში არ არის. გახარიას შევუთვალე კიდეც, რომ აუცილებლად დავუდგები გვერდით.

- და რა გიპასუხათ?

- პასუხს ველოდები. რა ვიცი, შეიძლება არც ვჭირდები, მისი გადასაწყვეტია. ყველაფერი ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის მინდა. მიყვარს პატრიარქი და მისი მებრძოლი ვარ, თუმცა ჯვაროსნები ცოტანი დავრჩით... თუ დაჩაგრულის დამცველი არ ხარ, რაღა რაინდი ხარ?! ან რატომ გქვია კაცი?! გაივსო ქვეყანა კაცმაცუნებით!..წაიკითხეთ სრულად

ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია - ტელეწამყვანის რჩეული ცნობილი ექიმების ქალიშვილია (ფოტო)

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო