ავტორი:

მსვლელობა რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათისა" და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ

მსვლელობა რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათისა" და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ

რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მსვლელობით ფილარმონიისკენ მიემართებიან. ისინი 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ ერთობლივ მსვლელობას მოაწყობენ.

აქტივისტებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები სხვადასხვა წარწერით: “გადააგდე კომენდანტი”, “კომენდანტი იწვევს შეჩვევას”, “პოზნერისთვის ხომ შეიძლება?!”.

როგორც “სირცხვილიას” წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან სცენის მოწყობა ჯერჯერობით ვერ შეძლეს, ღონისძიება მაინც გაიმართება. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

“პარლამენტთან დილიდან პოლიციამ კორდონი ჩააყენა, რომ სცენა არ გაგვემართა, მაგრამ მოვახერხეთ, რომ იქ აპარატურა დაიდგა. სცენა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ კონცერტი აუცილებლად ჩატარდება სცენით თუ მის გარეშე, მაგრამ დიდი ალბათობით სცენასაც უპრობლემოდ დავდგამთ. მთელი ღამის განმავლობაში გვექნება მხიარული ღონისძიება. იქნებიან ელექტრონული მუსიკის არტისტები, მანამდე კი დიდი ხნის მონატრებული ცოცხალი ბენდები დაუკრავენ”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები „კომენდანტის საათის“ და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს