ავტორი:

რა ვითარებაა რიონის ხეობაში, სადაც წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს - მობილიზებულია პოლიცია

რა ვითარებაა რიონის ხეობაში, სადაც წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს - მობილიზებულია პოლიცია

რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.

ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია და სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ.

დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი. მოქალაქეები ადგილზე უკვე იკრიბებიან, მათ ნაწილს ფეხით უწევს გადაადგილება.

ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ჰესის აშენებას და საკუთარ მიწას ბოლომდე დაიცავენ. წუხელ ჰესის მოწინააღმდეგეები ღამით პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა.

მხარდამჭერები გეგუთის დასახლებაში გადაადგილების უფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში