ავტორი:

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"სიყვარული კორონას ჟამს" - ასე ჰქვია ფოტოს, რომელიც 2020 წლის თებერვლის მიწურულს, პანდემიის დასაწყისში გადავიღე, რუსთავის პარკში სეირნობისას. იმ პერიოდში ხალხი უკვე ერიდებოდა გარეთ გამოსვლას, საყოველთაო პანიკა კი ძალას იკრებდა. ვინც ამ პარკში ნამყოფია იცის, რომ ძალიან რომანტიკული გარემოა, ტბასთან გაშენებული ბილიკები, ხიდი და ხეივანი განსაკუთრებულს ხდის იქაურობას. წყვილის სეირნობა შევნიშნე, რადგან ხალხი თითქმის არ იყო, ტბის პირას სკამზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთს მოეხვივნენ, იმდენად ლამაზი კადრი იყო, ვერ გავუძელი ცდუნებას და პაპარაცულად გადავუღე ფოტო.

რამდენიმე თვეში მეგობარმა მომწერა ნიუ-იორკიდან, - Mount Sinai Hospital-ის Dubin Breast Center-სთვის ფოტოებს ვარჩევ მისაღების ინტერიერის გასალამაზებლად და ხომ არაფერი გაქვს საინტერესო, რომ გამოგვიგზავნოო. ევა ანდერსონ - დუბინი, შვედი ექიმი და 1980 წლის მის შვედეთის ტიტულის მფლობელია, ასევე არის Dubin Breast Center-ის დამფუძნებელი, როგორც მითხრეს, სწორედ მასთან იგზავნებოდა ფოტოები და მისი რეკომენდაციით აარჩევდნენ ინტერიერისთვის რამდენიმე ფოტოს, მოკლედ, ერთგვარი შიდა კონკურსი იყო, რომელიც ფართოდ არ გახმაურებულა. როდესაც შემომთავაზეს, მაშინვე გამახსენდა 2020 წელს გადაღებული ეს ფოტო და გავუგზავნე, ტექსტით: "მაპატიეთ, რომ ჩემი "ფეისბუქგვერდიდან" ჩამოტვურთულ ვერსიას გიგზავნით, რადგან ორიგინალი ვეღარ ვიპოვე ტელეფონში. ფოტო კარანტინის პერიოდშია გადაღებული და ჰქვია: "სიყვარული კორონას ჟამს".

იქიდან მომწერეს, - ხარისხზე არ ინერვიულო, ჩვენ მივხედავთ, პასუხს გაგაგებინებთო...

დაახლოებით 2 თვეში მომწერეს, რომ ფოტო ექიმ ევა ანდერსონის ფავორიტად იქცა და უკვე ამშვენებს კლინიკის მისაღებს.

თუმცა ამ ამბიდან მალევე, ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა ის აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოს გმირებმა მიპოვეს. რამდენიმე დღის წინ, გოგონა შემეხმიანა, - ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართო. როგორ ამოიცანი საკუთარი თავი? - ამ კითხვით დავურეკე ნინო გაბიძაშვილს:

"მეგობარმა ნახა ინტერნეტში და დამირეკა, - ნინო, ეს შენ და გიორგი არ ხართო? რომ დავხედე, მაშინვე მივხვდი, ჯდომის მანერით, თმის სიგრძით, რომ მე ვიყავი, მაგრამ სადღაც შემეპარა ეჭვი და გიორგის გავუგზავნე ფოტო, იმანაც დამიდასტურა, შემდეგ ეს დღე გავისხენეთ. პანდემიის პერიოდში, ვიდრე რუსთავს ჩაკეტავდნენ, ხშირად ვსეირნობდით რუსთავის პარკში. ჩემი შეყვარებული თბილისში ცხოვრობს, მე - რუსთავში და შეხვედრის ადგილი გვქონდა რუსთავის პარკი, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო, სხვაგან წასვლის ალტერნატივა არ გვქონდა, ჩამომაკითხავდა ხოლმე გიორგი თბილისიდან და პარკში ვსეირნობდით, ტბის პირას ვისხედით და ვსაუბრობით. ძალიან გამიხარდა, რომ ფოტომ წარმატება მოგიტანათ, სასიამოვნოა, რომ ჩემი და გიორგის ფოტო ნიუ-იორკში Mount Sinai Hospital-ს ამშვენებს".

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

"21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი - დედამ... " - ნეკა სებისკვერაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს