ავტორი:

"მე, 90 წლის მოქალაქე ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი, მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო..." - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

"მე, 90 წლის მოქალაქე ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი, მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო..." - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

90 წლის ბლოგერმა და პედაგოგმა, ლამარა აბჟანდაძემ, რომელიც სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად, რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ლამარა აბჟანდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"მე, 90 წლის მოქალაქე ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი. 26 აპრილს მიწევს აცრა. მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო. რისი უნდა მეშინოდეს? მე ხომ საბჭოთა რეპრესიებს გადავურჩი, ომის დროს შიმშილობას გადავურჩი, კომუნისტების რისხვას გადავურჩი, სხვადასხვა დაავადებების ეპიდემიასაც გადავურჩი. ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიყავი წარუმატებელიც და წარმატებულიც. ასე რომ აღარაფერი აღარ მიკვირს. არც ის გამიკვირდება, რამე რომ მომივიდეს. 90 წლის ზევით ყველაფერია მოსალოდნელი. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება".

ცნობისთვის, დღეიდან უკვე 55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ. მათთვის ამ ეტაპზე "ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შესაბამის საიტზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღემდე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ. მათ ორი სახის ვაქცინას: "ასტრაზენეკასა“ და "ფაიზერს“ შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუმცა "ფაიზერის“ დოზები უკვე ამოიწურა.

"მეგონა "ღადაობდნენ" - მეჩვენება თუ ნაპრალები მიწით შეავსეს?" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდობიდან?

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს