ავტორი:

"სირცხვილიას" აქცია - მსვლელობა ბათუმში - სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

"სირცხვილიას" აქცია - მსვლელობა ბათუმში - სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეები, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ე.წ. კომენდანტის საათს ისინი არ დაემორჩილებიან, რადგან „კომენდანტის საათი“ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ აწყობენ, სადაც აქციას გამართავენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გახარიამ ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება მაშინ მიიღო, როცა პრემიერი იყო.. რეიტინგი ეკრანზე ერთი გაელვებით არ მიუღია" - გია ვოლსკი