ავტორი:

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, იძულებულები იქნებიან, შემზღუდავი ღონისძიებები მოითხოვონ.

"საყურადღებოზე უფრო მეტია, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ნაბიჯია საყოველთაო გავრცელების.

ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რა არის და როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით.

ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, პირველ რიგში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე