ავტორი:

კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, დედაქალაქის მთავრიბის სხდომას პირველად დაესწრო.

მისი თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა.

„ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უპირველესად ფერდობის მიმდებარედ ორმხრივად შეწყდა მოძრაობა და მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი დაიწყო.

„სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არ დაუჯეროთ არავის. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ვცდილობთ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე. ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა არსებობს.

რაც გაკეთდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ისაა, რომ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან სხვადასხვა სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის ექსპერტიზიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ჯგუფში მონაწილეობს, მადლობა გადავუხადო. გერმანელი სპეციალისტების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც დავინახეთ საფრთხე, პირველი რაც გაკეთდა, გადავკეტეთ გზა, შეიზღუდა მოძრაობა ორმხრივად იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვების და მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი, ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომით და ზრუნვით, უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისთვის და გალამაზებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განამვლობაში, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს, პატრიარქს, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ეს არის შემაწუხებელი" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "კომენდანტის საათზე" და შემცირდება თუ არა მისი ხანგრძლივობა