ავტორი:

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

7 ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „ფონდ თავისუფალი რუსეთის“ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოში არსებულ სიტუაციას, არ დავმალავ, რომ თითქმის ყველა მეგობარი ევროპარლამენტში იმედგაცრუებულია და რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი ვდგავართ იმ განცხადების უკან, რომელიც 7 ჩვენი კოლეგის მიერ იქნა გავრცელებული. მსურს, მმართველი პარტიის ლიდერებს გავუგზავნო მესიჯი, მათი კომენტარები ძალიან უცნაური იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს იგივე პოზიცია აქვს, რაც იყო აღნიშნული იმ მნიშვნელოვან განცხადებაში. არა, სულაც არა, ყველა ჩვენგანი ვდგავართ ამ განცხადების უკან, ევროსაბჭოც, ევროკომისიაც. მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება. ეს განცხადება სერიოზულია, ეს ხუმრობა არ არის.

ჩვენ ვხედავდით, რომ დღემდე საქართველო იყო მაგალითი: მეტი მეტისთვის. მაგრამ ახლა, მაშფოთებს ის, რომ საქართველო უახლოვდება სიტუაციას: ნაკლები ნაკლებისთვის.

დიახ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, როგორც ოკუპანტი და დამპყრობელი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება რუსეთის რომელიმე ფორმატს, დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაში რუსეთი როლს თამაშობს და ფარულად ჩართულია და როგორღაც, მოკლევადიან პერიოდში, ის გამარჯვებულია ამ სიტუაციაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ისეთი უმაღლესი დონის ევროკავშირის ლიდერის შუამავლობაში ჩართვა, როგორიც შარლ მიშელი იყო, ხშირად არ ხდება. „ორი მხარიდან არცერთმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ მეტი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი იყოს,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

"ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია უკრაინის პრეზიდენტს დაურეკოს და დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? - ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?" - კანდელაკი