ავტორი:

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ქართული ოცნების" დეპუტატს ბექა დავითულიანს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცნობილია, ის თავს კარგად გრძნობს. ცოტა ხნის წინ დეპუტატმა "ფეისბუქზე" სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მასზე ინტერნეტმომხმარებლების ხუმრობას უპასუხა.

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის! მარა არც მე მომწონს, გაითვალისწინონ გამსვენებლებმა, რო რამე. კარგად ვარ ჯერ-ჯერობით. ჯანმრთელობა ყველას" - წერს დავითულიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდგინდა ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს. ამის შესახებ მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია.

როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?

"მეგონა "ღადაობდნენ" - მეჩვენება თუ ნაპრალები მიწით შეავსეს?" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდობიდან?

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს