ავტორი:

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი

"პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება",- BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.

"ალექსეი თვითონ დადის. ტკივილს გრძნობს სიარულის დროს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დაავადება აშკარად პროგრესირდება ფეხებში, ხელისგულებსა და მაჯებში მგრძნობელობის დაკარგვით,“ - განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ოთხშაბათს ნავალნი მოინახულა.

ნავალნიმ, რომელსაც ფეხებისა და ხერხემლის ტკივილი აწუხებდა, რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის საავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს. "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკოსი წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასთან ახლოს ქათმის ხორცის შეწვითა და მისი ტანსაცმლის ჯიბეებში ტკბილეულის ჩაწყობით ცდილობენ, შიმშილობა შეაწყვეტინონ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის პატიმრობას "პოლიტიკურად მოტივირებულად და დიდ უსამართლობად" მიიჩნევს დ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International- მა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობაში ისეთ პირობებში იმყოფება, რაც წამების ტოლფასია და შესაძლოა, მას ნელ-ნელა კლავენ.

გასულ კვირაში, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ნავალნის ბრალდებები იმის შესახებ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და განაცხადა, რომ პატიმარს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. მათ ასევე უარყვეს ნავალნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი განყოფილებიდან სამი ადამიანი ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სომხეთის ექსპრეზიდენტმა ფაშინიანს უჩივლა - რობერტ კოჩარიანი კომპენსაციის სახით 4-მილიონ სომხურ დრამს ითხოვს

ჩეჩნეთში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტს ხელი დაარტყა - რა ვითარებაში დაიღუპა ის და რა ვერსიებზე საუბრობენ რუსულ მედიაში

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში