ავტორი:

"პოლიტიკური კრიზისი შექმნილია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ქმედებების გამო" - ჯორჯ კენტი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს

"პოლიტიკური კრიზისი შექმნილია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ქმედებების გამო" - ჯორჯ კენტი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს

დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა დისკუსიაზე - სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები და მომავალი ევრაზიული პოლიტიკა - საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად იმისა, რომ კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყვნენ ფოკუსირებული და ნაცვლად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობდნენ, პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდაპოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს. ჩვენ გულწრფელად ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, ქმედებების გამო,” - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, საქართველოში ნაბიჯები კომპრომისისა და შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარემ უნდა გადადგას.

„თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, პარტიული საკითხების ნაცვლად, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინგეგრაციისთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, თუმცა ახლა პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელირებას არ ახორციელებენ, რაც სერიოზული დიალოგის გასამართად მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტა სიმართლის მომენტისა და შეკითხვის წინაშე დგას იმასთან დაკავშრებით, თუ საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რაც ხუთი წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი ინტენსიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის.

პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა და არა ავღანეთზე, ერაყზე ან ტერორიზმზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

"თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა... ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება" - იაგო ხვიჩია