ავტორი:

"მელიასა და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს" - რა მოლოდინი აქვთ გუნდში სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით

"მელიასა და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს" - რა მოლოდინი აქვთ გუნდში სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით

დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისა და მისი გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს. ამასთანავე, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან გიორგი რურუას ასევე არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართაც უნდა შეწყდეს დევნა.

„ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, იმიტომ, რომ ყველასთავის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვა მხრიდან და სხვა ოთახში. ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან.

იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის, მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური დევნილია ამ ხელისუფლების მხრიდან და უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ და არც ნიკა მელია თავადაც, რომ ივაჭროს საკუთარი გათავისუფლებით, ამიტომ ის მოთხოვნები, რომლებიც აქამდე იყო, ყველა მათგანი ძალაში რჩება, უბრალოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება ის სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ღარიბაშვილის გავლენები პარტიაშიც იზრდება... კალაძეს მასთან და ლილუაშვითან ცუდი ურთიერთობა აქვს" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"