ავტორი:

"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"რუსთავი 2" მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას აქვეყნებს.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა, გამოძიებისთვის მიცემულ შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

"მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია", - განაცხადა ვიოლეტა ინასარიძემ.

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

"პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ, ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე", - აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილ ჩვენებაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია - არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი...

პროტოკოლის შესაბამისად, ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელში ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას, მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი, რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს, არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს".

კითხვაზე - რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს: "მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა - 36,7".

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია, არ არსებობდა.

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

"მგონია, რომ დღეს ნიკას გაათავისუფლებენ" - ანზორ მელიას კომენტარი სასამართლოდან

ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო