ავტორი:

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე - "ტერცო მონდო“, რომელსაც საფუძვლად უდევს აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობა. როგორც ირკვევა, ფილმის დიდი ნაწილი უკვე გადაღებულია და დარჩენილია ის მონაკვეთები, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გადაიღონ.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გადაღებები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან წულაძე, დუტა სხირტლაძე და ქეთა შათირიშვილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმში როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჟერარ დეპარდიესა და როზი დე პალმას, ამის შესახებ ფილმის პროდიუსერი, ხათუნა ხუნდაძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

მისივე თქმით, ფილმი სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს.

"ფილმი მოგვითხრობს სამი მეგობრის შესახებ, ეს არის ამბავი მათი სიყვარულის, დაპირისპირების შესახებ და ეს ყველაფერი ხდება ნაწილობრივ პოლიტიკურ ნიადაგზე და რა თქმა უნდა, სიყვარულის ნიადაგზე.

არის ძალიან მასშტაბური ფილმი იმიტომ, რომ გადაღებები გვაქვს სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა სეზონზე და სხვადასხვა ქვეყნებშიც კი. გასაგებია, რომ ეს იწვევს გარკვეულ პრობლემებს იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ გადაღება სხვა ფინანსებს მოითხოვს, ამ პანდემიურ სიტუაციაში ფინანსების მოპოვება და საზღვარგარეთ გასვლაც კი გართულებულია... მაგრამ მიხარია, რომ კინოცენტრმა შეძლო და რაღაც გარკვეული თანხა კიდევ მეორეჯერ დაგვემატა და შევძელით, რომ კიდევ რაღაც ნაწილი წავამატოთ ფილმს და ფაქტობრივად, გვრჩება გადასაღები მხოლოდ უცხოეთის ნაწილი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამასაც შევძლებთ.

  • თანხმობა გვაქვს უკვე მსოფლიოს ორი ვარსკვლავისგან, ესენი გახლავთ ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა, ანუ საზღვარგარეთის გადაღებები უნდა მოხდეს მათთან ერთად. ეს ბუნებრივია ფილმის მასშტაბს ზრდის როგორც ფინანსურს, ისე შინაარსობრივს. ორივეს ძალიან საინტერესო როლი აქვს. ისინი ერთმანეთს სკაიპით და ჩატით ესაუბრებიან საქართველოზე, ქართულ ღვინოზე, ქართულ კულტურაზე“ - ამბობს ხათუნა ხუნდაძე.

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)