ავტორი:

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ბოლო 3 თვის განმავლობაში მილიარდერის ქონება 120 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის 10 იანვარს, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა, მისი ქონება 5,70 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი 5,82 მლრდ დოლარის მფლობელია. რეიტინგში ის 474-ე პოზიციას იკავებს.

Bloomberg-ს ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა...წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა... ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება" - იაგო ხვიჩია

10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა