ავტორი:

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ვითარება უფრო ამას ჰგავს: „უბრალოდ, დავივიწყოთ ეს“, - ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს და ევროკავშირმა ქვეყანას სანქციები დაუწესოს, უპასუხა, რომ ამას არ ელოდება, რადგან საქართველო არც ასეთი მნიშვნელოვანია.

„ასე არ ვფიქრობ, არ ვიცი. უნდა გესმოდეთ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ. დიახ, თქვენ არც ისე მნიშვნელოვანი ხართ. მომეცით ნება, დავაზუსტო: საქმე იმაშია, რომ თქვენ ყურადღების ცენტრში არ ხართ. ახლა ბევრი რამაა ყურადღების ცენტრში და საქართველო მათ შორის არ არის. როდესაც ვამბობ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ მათგან ძალისხმევაა საჭირო: ”რა გავაკეთოთ?” არამედ ვითარება უფრო ამას ჰგავს: "უბრალოდ, დავივიწყოთ ეს". მხედველობაში მაქვს, რომ ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ. გსურთ, იყოთ ტაჯიკეთი? არა, მაგრამ ისე მოქმედება, როგორც ახლა ქვეყანა იქცევა, ამას იწვევს: "კარგი ერთი, ვის ადარდებს“, - აღნიშნა ილვესმა.

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი გასცა შეკითხვასაც, შეიძლება თუ არა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მედიაციაში ახლა უკვე აშშ უფრო მეტად ჩაერთოს.

„შეერთებულ შტატებს ახლა კიდევ ბევრი სხვა საფიქრალი აქვს. დიახ, თქვენ მსოფლიოს ცენტრი არ ხართ. ახლა უკრაინაში კრიზისია, ჯანდაცვის კრიზისია, არის ჩინეთი - თქვენ არ ხართ მათ რადარზე“, - განაცხადა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"