ავტორი:

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები

"საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, "ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა“.

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ და მავნებლურ ამოცანებს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში განხორციელებული დემონსტრაციული ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა და მათთან უშუალო კავშირში მყოფი კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების მიერ საკუთარ ეკრანზე ყოველდღიურად მოწყობილი ბაკქანალია, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციას და მოშლას.

იმას, რასაც საზოგადოება ხედავს ქართულ მედიასივრცეში: აღვირახსნილი პროპაგანდა, ყალბი ცნობების (FAKE NEWS) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებთან და ავანტიურისტი პოლიტიკოსების სოციალური და პოლიტიკური რევანშის დაუოკებელ წყურვილს ემსახურება.

არსებულ მდგომარეობას ამძიმებს პანდემია, გამწვავებული სოციალურ - ეკონომიკური ფონი და ხელისუფლების უსუსურობა განახორციელოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს სტაბილურობა.

ვაცნობიერებთ, რომ ამგვარმა დესტრუქციულმა პროცესებმა და ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა შეიძლება გამოიწვიოს და მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა.

ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"არ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და იმავდროულად, საქმით ვემსგავსებოდეთ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას" - დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები?

"საჭიროა ძლიერი გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის" - აშშ-ის ელჩი

"აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და სერიოზულად უნდა იქნას განხილული" - რას ამბობს კელი დეგნანი სანქციების დაწესებაზე