ავტორი:

"16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში - ყველა უკავშირდება დიდ თავშეყრებს" - ამირან გამყრელიძე

"16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში - ყველა უკავშირდება დიდ თავშეყრებს" - ამირან გამყრელიძე

დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, როდესაც აქციებთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თავშეყრები ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს წარმოადგენს.

"ნებისმიერი დიდი თავშეყრა ეპიდსიტუაციის გაუარესების მომატებული რისკია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

დღეს დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს, ეს არის ძირითადად საბედნიერო, თუ ჭირის სუფრები.

ნებისმიერი თავშეყრა, როგორიც არ უნდა იყოს, თუ არ არის დაცული შესაბამისი რეგულაციები-დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე, არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

"კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი" - ხათუნა ზახაშვილი