ავტორი:

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

ათენში, ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი გეორგე კარაივაზა საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. დანაშაული ჩადენილია ორი შეიარაღებული პირის მიერ, რომლებიც მოტოციკლით მოძრაობდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კრაივაზა ერთ-ერთ კერძო ტელეკომპანია STAR TV -ში მუშაობდა, რომელიც კარგად იყო ცნობილი ბერძენი მაყურებლისთვის თავისი რეპორტაჟებით მართლწესრიგისა და პოლიციის შესახებ, ასევე აშუქებდა კრიმინალს.

ჟურნალისტი ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოკლეს მაშინ, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ადგილზე ნაპოვნია 17 გილზა, სულ მცირე, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველთა ინფორმაციით, მკვლელებს სახე დაფარული არ ჰქონიათ.

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

ფერფლით დაფარული სოფლები და ევაკუირებული მოსახლეობა - კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე უძველესი ვულკანი ამოიფრქვა

რატომ დააჯარიმა ჩინეთმა  2.75 მილიარდი დოლარით გაყიდვების გიგანტი Alibaba?