ავტორი:

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალების“" გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს, - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი)დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დღეს „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი უნდა შეჩერდეს.

"მადლობა საზოგადოებას, თითოეულ იქ მოსულ ღირსეულ ადამიანს. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასრულებისკენ, რაშიც დესტრუქციული და რევანშისტული ძალები გვაცხოვრებენ, სხვათაშორის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელმაც 9 წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაშვება. „ქართული ოცნება“ მოწყდა ხალხს და საზოგადოებას. დღეს იგი ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას.

უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედიატერორი, დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან, პოლიციასთან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები და ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებულები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება საზოგადოების მოსაზრებას, რომ დღევანდელი შეკრება უკავშირდება "ქართულ ოცნებას", გია გაჩეჩილაძე ასე პასუხობს: "რა პასუხი მექნება? ადამიანი შიზოფრენიკი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე - დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს, ეწერა უშვერი სიტყვები და კაციშვილს არავინ დაუჯარიმებია. ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?" ეს რაზე მეტყველებს? ცოტა ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ. „ბერლინის კედელზე“ დავწერე „ღმერთი სიყვარულია“. სიყვარული დავწერე და ამაზე, ვანდალიზმისთვის მაჯარიმებენ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - რას წერს დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე

19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ - ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან