ავტორი:

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რომელიც 9 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობას ეხება:

"გადარეულია ხალხი 9 წლის ბავშვის ამბით, რომელიც მოძალადეს გაექცა და თხრილში ჩავარდა, პოლიციამ საერთოდ თავს იკლავდაო. ვერაფერი გავიგე წესიერად, მაგრამ უკვე შემხვდა ვერსია: "მოეფერა და ბავშვმა შეცდომით აღიქვა". აი, ამის მთქმელს და ამის დამწერს და ამის დამლაიქებელს მინდა ვაგინო ცოცხალ-მკვდარი. ისევ ბავშვია ხო დებილი და ის ახვარი პედოფილი კიდევ კარგი კაცი, ხო?!

ამ ბავშვის ნაბიჭვარი მამა კიდევ ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო და იმანაც, მე რას ვყვები, ბავშვი ყვებაო. დამპალი ქვეყანა ვართ - მარტო კაცები გვიყვარს, მათ შორის პედოფილი კაცები; ქალები, ბავშვები, მოხუცები, განსხვავებულები - გვძულს. ხოდა ეს სიყვარული არაა, მეგობრებო, ესაა ჩმორობა და შიში. კაცები კი არ გვიყვარს, კაცების გვეშინია და ვჩმორდებით მთელი საზოგადოება, როგორც ასეთი.

იმ დამპალ მამამისსაც შეეშინდა მოძალადის, პრობლემები არ შემიქმნასო, ხოლო დედამისს შეეშინდა ცალკე მოძალადის და ცალკე საკუთარი ქმრის და ბავშვს შეეშინდა ყველასი - რადგან ბავშვი მარტოა ამ ქვეყანაში. და საზოგადოება? ხალხი რანაირად ამართლებს მოძალადე პედიფილს???? სანამ ყველა მკვლელს და ყველა გამაუპატიურებელს კარგად დაახასიათებენ მეზობლები და სანამ პრობლემას და ბრალეულობას მსხვერპლში ვეძებთ, მანამდე არ გვეშველება არაფერი; პოლიტიკაშიც კი მხოლოდ ძალადობრივ რეჟიმებს დავუჭერთ მხარს" - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბავშვს 45 წლამდე მამაკაცმა კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა შესთავაზა. ხოლო დღეს იმავე მამაკაცის დანახვისას მოზარდმა გაქცევა სცადა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა.

არასრულწლოვანი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ.