ავტორი:

პოლიციამ რიონის ხეობის მცველი დააკავა - "წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, როცა გააჩერეს..."

პოლიციამ რიონის ხეობის მცველი დააკავა - "წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, როცა გააჩერეს..."

რიონის ხეობაში შესვლის მცდელობის ფაქტზე კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს. იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააპატიმრეს.

ახლობლების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ მას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს. დაკავებულის ინტერესებს "საია" იცავს.

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა