ავტორი:

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გააკრიტიკა. ქადაგებისას მან აღნიშნა, რომ "მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ".

მეუფე ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებთან განდგომილმა მღვდელმსახურებმა დაიწყეს თანამშრომლობა.

"დღეს მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებში გადავიდნენ რა, იმ ასოებით ცდილობენ, ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს. ასეთ ორგანიზაციებს სახელმწიფო ვერ უპირისპირდება... პირიქით, ყოველ დღე ტელევიზორში ჰყავთ გამოჭიმული და მათთან ერთად მიდის საუბრები.

საინტერესო რა არის, რომ ასეთ ცრუ და თაღლითურ, ვითომ რელიგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაიწყეს განდგომილმა მღვდელმსახურებმა და დაუჯდნენ სტუდიაში და უყვებიან თავის ამბებს. შედეგი რა იქნება მათთვის, იფიქრონ თავად", - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება და ბოდიში საზოგადოებას

კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი