ავტორი:

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა", ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას“, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა, ხმამაღალი სიტყვა ეთქვა ქართულ პოლიტიკაში.

"მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში.

ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას“, - განაცხადა კახიძემ.

"თუ მონტრეს კონვენცია გადაიხედა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ "დასახლდეს" შავ ზღვაში" - რას წარმოადგენს მონტრეს კონვენცია და რა თამაშს შეიძლება თამაშობდეს ერდოღანი?

"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი