ავტორი:

რას აცხადებს პენსიონრებისთვის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე "ლიბერთი ბანკის" დირექტორი

რას აცხადებს პენსიონრებისთვის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე "ლიბერთი ბანკის" დირექტორი

"თეორიულად რომ წარმოიდგინოთ და [პენსიონერებისთვის] სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დღევანდელი 30%-იდან რაღაც ლოგიკურამდე რომ დაიწიოს, ეს არის თვეში 3-იდან-5 ლარამდე ნაკლების გადახდა", - ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მისივე თქმით, რეგულაციების მიხედვით, მომხმარებელი სესხში საკუთარი შემოსავლის 25%-ზე მეტს ვერ იხდის.

"საუბარია, 1000-2000 ლარამდე სესხზე, რომელშიც მომხმარებელლი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25%-ზე მეტს რეგულაციების მიხედვით, არ იხდის. თეორიულად, რომ წარმოიდგინოთ და დღევანდელი 30%-იდან რაღაც ლოგიკურამდე პროცენტი რომ დაიწიოს, არ ვიცი ოღონდ რა არის ლოგიკური, მე ლოგიკურს საბაზრო ფასს ვეძახი, ეს არის თვეში 3-5 ლარამდე ნაკლების გადახდა.

ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ფულია, დღევანდელ სიტუაციაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელს მხოლოდ ეს გააჩნია, თვეში 5 ლარი თანხაა, მაგრამ მე ვისურებდი, რომ მატერიალურად საინტერესო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ხოდელმა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე