ავტორი:

"მეხანძრეებმა გადაგვარჩინეს მოსალოდნელი აფეთქებისაგან, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აღუწერელი ტრაგედია!" - რას წერს ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელი

"მეხანძრეებმა გადაგვარჩინეს მოსალოდნელი აფეთქებისაგან, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აღუწერელი ტრაგედია!" - რას წერს ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელი

გუშინ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი მონაწილეობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებელი გრიგოლ მდივნიშვილი წერს და მეხანძრეებს მადლობას უხდის:

"გუშინ, 11 აპრილს ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ კომერციულ ობიექტზე გაჩენილმა ხანძარმა, სადაც გვერდიგვერდ არის განლაგებული ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები კრიტიკული საშიშროება შეუქმნა არა მხოლოდ ადამიანების და ქუჩის მობინადრეთა სიცოცხლეს, არამედ ისტორიულ ნიკო ფიროსმანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებს და მათ საოჯახო ქონებას.

ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებთა სახელით, მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეების მიმართ, მათ მიერ გამოჩენილი სწრაფი და შედეგიანი მოქმედების გამო, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახდინეს ხანძრის დროული ლიკვიდაცია და განადგურებას გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე, ნ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი და საცხოვრებელი სახლები, გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურების მოსალოდნელი აფეთქებისაგან, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აღუწერელი ტრაგედია! მეხანძრეების თავგანწირული მოქმედება გმირობის ტოლფასი იყო! მადლობა თქვენ, ვაჟკაცო კაცებო, და ყველა თქვენს თანაგუნდელს მრავალთათვის გაწეული ფასდაუდებელი თავდადებისათვის!

სავალდებულო არ არის ცეცხლსასროლი იარაღით იცავდე შენს მამულს ან სიცოცხლე შესწირო მის მომავალს, რომ გმირები გეწოდოთ - თქვენ გმირები ხართ, დიახ გმირები!

გისურვებთ წარმატებებს თქვენს პირად და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებაში! უფალს ებარებოდეთ აწ და მარადის!

P.S. უმადურობა იქნება არ აღინიშნოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეთანხმებული მოქმედება, აღნიშნული საფრთხის შემცველი ინციდენტის დროულად აღმოფხვრის ხელშეწყობის საქმეში. მადლობა მათ!", - წერს გრიგოლ მდივნიშვილი.

რობერტ სტურუა ბესო ზანგურის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებებს ეხამურება - რეჟისორის სკანდალური პოსტი და საზოგადოების უმწვავესი კომენტარები

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

"დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი... უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა" - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ