ავტორი:

"ჩემი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა მოსკოვში" - ლაშა ტალახაძის კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

"ჩემი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა მოსკოვში" - ლაშა ტალახაძის კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას და ტურნირიდან დაბრუნებულ ძალოვანებს აეროპორტში გულშემატკივარი დახვდათ.

როგორც ტალახაძემ აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი, მოსკოვში საქართველოს ჰიმნის აჟღერება იყო.

"ჩემი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა მოსკოვში. რაც შევძელით, არამარტო მე, არამედ მთელმა გუნდმა ასახელა ჩვენი ქვეყანა. მიმაჩნია, რომ კარგი გამოსვლა იყო," - განაცხადა ლაშა ტალახაძემ "რუსთავი2-თან".

ცნობისთვის, ორი დღის წინ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ატაცში ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა და გარდა ამისა, მან მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ 222 კგ დაძლია.

პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 211 კგ აიტაცა, მეორე ცდაზე - 217 კგ, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულის შემდეგ კი ტალახაძემ მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად 222 კგ შეუკვეთა და რეკორდი თავისუფლად დაამყარა.

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია