ავტორი:

სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები, დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, ჩაფხუტები - აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის ნადავლის პარკი გახსნეს (ფოტოები)

სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები, დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, ჩაფხუტები - აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის ნადავლის პარკი გახსნეს (ფოტოები)

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მთიანი ყარაბაღის ომის თემაზე პარკი გახსნეს, სადაც ომის შემდგომ სამხედრო ნადავლია გამოფენილი.

პარკს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა, ფოტოები კი აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.

როგორც ფოტოებზე ჩანს, გამოფენილია დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტები და ამასთანავე, სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები.

დაათვალიერეთ ფოტოები:

ინფორმაციისათვის, 2020 წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. საომარი მოქმედებები 1 თვისა და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას 10 ნოემბერს მიაღწიეს. ფასილიტატორის როლი რუსეთმა შეასრულა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები აზერბაიჯანმა დაიკავა.

წყარო:apa.az

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!

ახალი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში? - ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა - "საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევისთვის მოკლეს"