ავტორი:

ბაგებში მიწის მასა ჩამოიშალა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა - რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე" და როგორია თბილისის მერიის კომენტარი

ბაგებში მიწის მასა ჩამოიშალა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა - რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე" და როგორია თბილისის მერიის კომენტარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

მერიის განმარტებით, შპს "მეტრა დეველოპმენტს" ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ჰქონდა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, თიხნარი აღმოჩნდა. შემდეგი ღონისძიებები ადგილზე გეოლოგების დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.

„მშენებლობა ხორციელდებოდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. შპს „მეტრა დეველოპმენტს“ წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა თიხნარი. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

"SOS!!! ამ წუთებში, მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!მეტრა დეველოპმენტი არის კომპანია, რომელსაც არ აინტერესებს არც ადამიანების უსაფრთხოება და არც ბუნების გაფრთხილება, ის მხოლოდ ორიენტირებულია ნებისმიერ ფასად ფინანსური სარგებლის მოპოვებაზე!!!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი შუქრი ბურჭულაძე.

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

"კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი" - ხათუნა ზახაშვილი

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა