ავტორი:

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ის ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!" - წერია განცხადებაში.

გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან".

თბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს - "არის სრული მზადყოფნა"

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა