ავტორი:

"ხელისუფლება "ნამახვანთან" დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით..." - რას წერს ექსპერტი

"ხელისუფლება "ნამახვანთან" დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით..." - რას წერს ექსპერტი

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ცხადია, რომ ხელისუფლება ნამახვანთან დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით: ორგანიზატორების მაქსიმალური დისკრედიტაცია. დაღლა, რესურსების დაშრობა, აგენტურის მეშვეობით ქსენოფობიური, ულტრა-ნაციონალისტური ლოზუნგების "ჩადება", კონფლიქტების პროვოცირება, პერსონალური კომპრომეტირება. როცა ჩათვლიან, რომ საკმარის კონდიციას მიაღწიეს, გადავლენ მეორე ეტაპზე, ანუ საკუთრივ დაშლაზე. ამ ტიპის დაპირისპირებაში რიონის ხეობის მცველებს გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვთ.

ამიტომ, აუცილებელია ვექტორის იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ გეგმას ჩაშლის და ახალ სივრცეს გახსნის.

რეკომენდაცია, რომლის იდეაც აქვე ერთმა მეგობარმა მომაწოდა. პირდაპირი დემოკრატიული პროცესი - რეფერენდუმის ინიცირება 200 000 ხელმოწერით. დეტალებზე და ტაქტიკაზე აქ არ დავწერ...", - წერს გია ხუხაშვილი.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

"ვაშაძემ ჰალსტუხი "აახია“ და კუჭავამ თანამდებობა" - ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია