ავტორი:

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით გააკეთა და, ამასთან, რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციას აკრიტიკებს:

"მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!

ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა - აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს... გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს, გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები..!" - წერს რეჟისორი.

ცნობისთვის, რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მისი ყოფილი მეუღლის, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - დაწერა რობერტს სტურუამ. რეჟისორის პოსტს საზოგადოების მხრიდან უმწვავესი კომენატრები მოჰყვა.

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე

როგორ გარდაისახა მშვენიერი მონიკა ბელუჩი ჯადოქრად - ფოტოები გადასაღები მოედნიდან