ავტორი:

რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

რა არის გლუტენი, რომელსაც  ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

გლუტენი, იგივე "წებოვანა“, მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს. გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტები სჭირდება. „გლუტენის აუტანლობა“ ცელიაკიას სახელითაა ცნობილი და ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

ცელიაკია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. მისი სიმპტომებია: ძლიერი დიარეა, რკინადეფიციტური ანემია, ნევროლოგიური დარღვევები, თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა, ოსტეოპენია/ოსტეოპოროზი.

გლუტენის მთავარი წყარო ბურღულეულია. მათ შორის: ხორბალი, ჭვავი, ქერი, კუსკუსი, მანანის ბურღული. სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი და შვრია კი გლუტენისგან თავისუფალი ბურღულეულის სახეობებია. ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები, რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად. იგი შედის კეტჩუპების, საწებლების, ჩიფსის, კანფეტების, ნაყინის, სოიოს სოუსის, კარტოფილი ფრის, ვიტამინების (კაფსულებისა და ტაბლეტების სახით) და ხორცპროდუქტების შემადგენლობაშიც კი.

არ არის აუცილებელი, რომ გლუტენის აუტანლობის დროს თითოეული ეს სიმპტომი გამოხატული იყოს. ბევრ ადამიანს აღენიშნება ფარული აუტანლობა გლუტენის მიმართ. სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევების შემდეგ არის შესაძლებელი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკიით ავადდება მოსახლეობის 1%, სხვადასხვა შეფასებით ყოველ მესამეს აღენიშნება ესა თუ ის იმუნური რეაქცია გლუტენზე.

სწორედ ამიტომ გლუტენთან მიმართებით დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. უნდა მოერიდოთ არა მხოლოდ ბურღულეულს, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა საკვებსაც. გლუტენი შეიძლება შეგხვდეთ კოსმეტიკურ საშუალებებშიც.

ნებისმიერი პროდუქტის შეფუთვაზე წაიკითხავთ წარწერას: - "შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“. კანონი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ ეტიკეტზე მიუთითონ ყველა ალერგენი, რაც პროდუქტის შემადგენლობაშია. მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან, მაგრამ წარმოების ტექნოლოგიის გამო, შეიძლება შემთხვევით მოხვდნენ პროდუქტში.

იმისათვის, რომ კვების რაციონიდან ამოიღოთ გლუტენის შემცველი პროდუქტი, ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემადგენლობა ეტიკეტზე. ხშირად ეს არის სიმბოლო, გადახაზული ხორბლის თავთავისა, ან წარწერა: "არ შეიცავს გლუტენს“.

საქართველოში უგლუტენო პროდუქცია ხელმისაწვდომია, თუმცა მის შესახებ ცნობადობა ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია. ბევრ ადამიანს შეიძლება ცელიაკიას სიმპტომები აწუხებს, მაგრამ არ იცის, რომ მიზეზი გლუტენია. ამ ეტაპზე უგლუტენო პროდუქციის დიდი ასორტიმენტი წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“, სადაც განმარტავენ რომ მათზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს „უგლუტენო ცხოვრების წესს“. თუმცა აუცილებელია, რომ გლუტენის თვისებებისა და მასზე ალერგიული რეაქციის შესახებ ცნობადობა მასშტაბურად გაიზარდოს. როგორც გენმოდიფიცირებული პროდუქტების თუ მავნე ქიმიური დანამატების შესახებ იცის დღეს ფართო საზოგადოებამ და პროდუქციის ყიდვამდე აკვირდება, შეიცავს თუ არა ის აღნიშნულ ნივთიერებებს, ისე უნდა იყოს გლუტენის შემთხვევაშიც. ჩვენთან არა მხოლოდ უგლუტენო ბურღულეულის, არამედ უგლუტენო ხორცის შეძენაც შესალებელია. „ევროპროდუქტში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებლის, ესპანური ბრენდის - ELPOZO-ს პროდუქცია, რომლის სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება. ევროპროდუქტი „ელპოზოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში“ - განმარტავს „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანანო თავხელიძე.

"ელპოზოს“ საკუთარი ფერმები და მინდვრები აქვს, სადაც ცხოველებისთვის საკვები მოჰყავთ. ფერმებში ცხოველები სიმინდით და ქერით იკვებებიან. მათ რაციონში არავითარი სოიო და სხვა დანამატები არ შედის, რაც განაპირობებს ხორცის მაღალ ხარისხს. „ელპოზო“ ასევე არის ინოვატორი, გარეული შავი ღორის (ტახის) „იბერიკოს“ მოშინაურებაში. კომპანია ამრავლებს ღორის ამ უნიკალურ ჯიშს და მათ უქმნის ისეთ პირობებს, როგორიც ტყეში ცხოვრებისას ექნებოდათ. „იბერიკოს“ ღორები იკვებებიან რკოთი და ბალახით. შესაბამისად, „ელპოზოს“ პროდუქტები გენმოდიფიცირებული ნივთიერებებისგან და გლუტენისგან თავისუფალია. „ელპოზოს“ უგლუტენო ხორცპროდუქტების წარმოების პროცესში მხოლოდ გაუყინავი ხორცი გამოიყენება. ფარშირების პროცესის შემდეგ, მცენარეული შემკვრელების, იგივე ცილების საჭიროება არ დგება. „ელპოზოს“ ასევე აქვს პრემიუმ ხაზი - „არტესანო“, რომელშიც წარმოდგენილია ინდაურის უცხიმო და უმარილო გულმკერდის ლორები, რომელშიც ხორცის შემადგენლობა 90%-ია,“ - განმარტავს „ელპოზოს“ ბრენდ მენეჯერი ლუკა სილაგაძე.

დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ მიხვდეთ, ხორცპროდუქტი შეიცავს თუ არა გლუტენს, ეტიკეტზე უნდა იპოვოთ წარწერა Gluten Free.

ხოლო თუ გაინტერესებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა გლუტენის აუტანლობა, გაიარეთ ქვემოთ მოცემული ტესტი.

<div class="apester-media" data-media-id="606eae6395def1000964a234" height="520"></div><script async src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>

ახალი iPhone-ის წინასწარი გაყიდვები იწყება - ფლაგმანი მოდელი ახლა უკვე გაზაფხულის ფერში

როგორი გამოვიდა ოთახი, რომელიც "რედიზაინის“ პირველ გადაცემაში საჩუქრად გაარემონტეს

5 სარგებელი, რომელსაც კარაქისგან ყოველდღიურად მიიღებთ