ავტორი:

"პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის... ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ" - ალეკო ელისაშვილი

"პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის... ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ" - ალეკო ელისაშვილი

"ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი - ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ხოლმე ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ", - ასე აფასებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "მისი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება".

ამასთან, ელისაშვილის თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება არასასიამოვნო იყო, თუმცა, მელიას გასათავისუფლებლად მექანიზმები რჩება, ასევე სივრცე რჩება შეთანხმებისთვისაც, ხოლო ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებები ამასთან დაკავშირებით ნაჩქარევია.

"პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები რომ უნდა გათავისუფლდნენ და ამას რომ ითხოვს ოპოზიცია და ვითხოვთ ყველა შეხვედრაზე, კი ბატონო დავარქვათ მას პოლიტიკური ვაჭრობა. ისეთ მიამიტურ რაღაცას იტყვიან ხოლმე, გაგაოცებენ, რატომ ვაჭრობს "ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების თემით, მაშინ რატომ ვსვამთ ჩვენ ამ საკითხს?

ვითხოვთ ამას, ისინი ჯერ არ ათავისუფლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ გათავისუფლდებიანო - ვაჭრობაა ხომ ეს?! შეთანხმების სივრცეს რაც შეეხება, გუშინდელი გადაწყვეტილებით ეს სივრცე არ დახურულა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არის ბევრი მექანიზმი, რომ გათავისუფლდეს მელია და არის მექანიზმი თუ როგორ შეიძლება გათავისუფლდეს გიორგი რურუაც.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო გუშინდელი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მელიას გათავისუფლების რესურსი და მექანიზმი არ არის, რჩება ეს მექანიზმი, ამიტომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ ახმოვანებენ," - განაცხადა ელისაშვილმა.

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"