ავტორი:

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

მსახიობ ბესო ზანგურს, ყოფილი ცოლის, ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, კიდევ ერთი ქალი ამხელს ძალადობაში. სოციალურ ქსელში ელენე მაცხონაშვილი წერს, რომ მას თავად აქვს ნანახი, თუ როგორ სცემდა ზანგური თეატრალურ უნივერსიტეტში თავისივე შეყვარებულს.

"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ, ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულს) გოგოს.

სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ!

საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!

იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, "ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!" - წერს მაცხონაშვილი.