ავტორი:

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - რას წერს ლიკა ევგენიძე

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - რას წერს ლიკა ევგენიძე

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინუცა მაყაშვილის ისტორიას ეხმაურება. ტელეწამყვანი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მსახიობს და რუსეთველის თეატრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ბესო ზანგურთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.

"სრული მხარდაჭერა ნინუცას! მადლობა გამბედაობისთვის, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის გახდები მაგალითი. ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ასეთ საკითხებზე და ყველა მოძალადე უნდა იქნას გამოაშკარავებული! ნინუცას საოცარი ხასიათიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ტკივილს ატარებდა ამდენი წლის მანძილზე... Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - წერს ლიკა ევგენიძე.

ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

"ენგურჰესის უნიკალური კადრები, რომლის გადაღებაც ტექნიკური სამუშაოების დროს, მხოლოდ 15 წელში ერთხელაა შესაძლებელი" - 20 ფოტო

"მივხვდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ... იქ  არასასურველი სტუმარი ვიყავი" - რას წერს მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ფაქტზე

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია