ავტორი:

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

რეჟისორი ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მსახიობი ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

დოლიძე ფიქრობს, რომ თუ მაყაშვილს ამაზე საუბარი სურდა, 11 წელი არ უნდა დალოდებოდა.

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ" - წერს ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.