ავტორი:

"მიყვებოდა, რომ იწვა ლოგინში, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების... ჩემთვის კი ვიფიქრე, ამას რაღაც მიზეზი ექნებოდათქო" - რას იხსენებს ფაცაცია მაყაშვილზე?

"მიყვებოდა, რომ იწვა ლოგინში, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების... ჩემთვის კი ვიფიქრე, ამას რაღაც მიზეზი ექნებოდათქო" - რას იხსენებს ფაცაცია მაყაშვილზე?

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოლიდარობას უცხადებს მსახიობსა და კოლეგას ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა.

როგორც ფაცაციამ აღნიშნა, მას ნინუცა მაყაშვილისგან, რომელთან ერთადაც გადაცემა მიჰყავდა, ხშირად მოუსმენია, რომ წარსულში მძიმე პერიოდი ჰქონდა, თუმცა ძალადობაზე არაფერი იცოდა.

"არსებობს ისეთი სტრესები, რომლის გამკლავება ხდება ურთულესი. ეს ხდება ლოგინად ჩავარდნის მიზეზიც კი და ეს გადახდა ჩვენს კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებთ.

როდესაც ის მიყვებოდა საგრიმიოროში, რომ ამდენი ხანი იწვა ლოგინში, ვერ დგებოდა, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების, ჩემთვის კი ვიფიქრე ამას რაღაც მიზეზი ექნებოდათქო... მე არ ვიცოდი ეს მიზეზი. როგორც მოვისმინეთ, ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლისგან.

ადამიანს მაშინ შეუძლია ამაზე საუბარი, როდესაც უკვე მოინელებს იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც მის ცხოვრებაში იყო. ამიტომ დასჭირდა ნინუცას ამდენი წელი, რომ ეპოვა ძალა, რათა ამაზე ხმამაღლა ეთქვა - აღნიშნა თიკა ფაცაციამ.

ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"

სტიქია ლაგოდეხში - სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სოფელ გუგუთთან კლდის მასა ჩამოიშალა - ადგილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია