ავტორი:

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

უკრაინის პოპულარულმა გამოცემამ "სტრანა“ («Страна») გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ორი ხატა მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა", რომელშიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობაა გადმოცემული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლებისა და მიწების ფლობის ამბავი (ავტორი - ვარვარა კვიტკა).

გთავაზობთ სტატიას:

"საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, სერიოზულად და დიდი ხნით გადაწყვიტა უკრაინაში დაფუძნება. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიო სახელის მქონე ქართველ/უკრაინელ პოლიტიკოსს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მამული შეუძენია.

და კონკრეტულად სად, არ იკითხავთ? სად და მდინარე ხოროლის ნაპირზე, საკურორტო ქალაქ მირგოროდთან ახლოს.

ჩვენმა კორესპონდენტებმა მოიპოვეს ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიშას იანვარში, მირგოროდიდან 7 კილომეტრის მოშორებით, რიბალსკოეს დასახლებაში 36,5 მეასედი მიწის ნაკვეთი უყიდია. კიდევ ერთი ამდენივე ფართობის მქონე ნაკვეთი მას იქვე უფრო ადრე შეუძენია. მიხეილ სააკაშვილის ნაკვეთზე ამჟამად ორი სახლი დგას, რომლებიც ასევე მის სახელზეა გაფორმებული.

თუ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, სახლები თანამედროვე ვილებს კი არ წარმოადგენენ, არამედ პოლტავის მხარისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებს ("ხატა“ - უკრაინულად).

მიხეილ სააკაშვილის "ხატადან" პირდაპირ შეიძლება მდინარის ნაპირზე გასვლა. ხოროლი ამ ადგილზე ძალიან განიერი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ლამაზია, ნაპირები ზოგან ისლითა და ლელით არის დაფარული.

როგორც უძრავი ქონების გაყიდვის განცხადებებში აღნიშნული, მსგავსი სახლები, რომელიც ქართველ პოლიტიკოსს აქვს ნაყიდი, მაინცდამაინც ძვირი არ ღირს, სადღაც ერთი საკმაოდ კარგად ნახმარი უცხოური ავტომანქანის ფასი - 10-დან 15 ათას დოლარამდე, მაგრამ ამ ნაკვეთებზე შეიძლება ახალი სახლების აშენებაც, რაც, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს აქვს განზრახული.

რამ განაპირობა სააკაშვილის არჩევანი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

დავით გურამიშვილის საფლავი მირგოროდში

თუმცა, თუ გავიხსენებთ, იგი მირგოროდში ადრეც იყო ჩასული და "ფეისბუქის" მეგობრებს ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სურათებს აჩვენებდა. დავით გურამიშვილს აქ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მამული ჰქონდა და გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

სხვათა შორის, უძრავის ქონების რეესტრში გაჩნდა იმის მონაცემებიც, რომ თავის ოდესურ პენტჰაუსში, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღლივი შენობის სახურავზე (სხვენში) მიხეილ სააკაშვილს დედა გიული ალასანია ჩაუწერია. მხედველობაშია საცხოვრებელ კორპუს "ჟემჩუჟინა-25“-ის ბოლო სართულზე არსებულ ბინა, რომელიც მუსკომედიის თეატრთან ახლოს მდებარეობს.

მიხეილ სააკაშვილის ოდესური პენტჰაუსი

ასევე დედამისზე და თვითონ მიშაზეა გაფორმებული კიევის ახლოს სოფელ ლესნიკში მდებარე სახლი (ვილა). დროდადრო იქ სამუშაოები მიდის, ტერიტორიას აფართოებენ და სახლს რეკონსტრუქციას მოდერნის სტილით უკეთებენ.

სააკაშვილის ვილა კიევთან ახლოს

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ვილაში მისი ახალი უკრაინელი მეგობარი ქალი ცხოვრობს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"