ავტორი:

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.

ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.

ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მცირე ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

ერთ-ერთი დაკავებულის დედის განცხადებით, ვახო სანაიამ ყველაფერი მოიტყუა და მისი შვილი უდანაშაულოა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა