ავტორი:

"გამაგდეთ და წავალ" - როგორ ეხმიანება რობერტ სტურუა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას

"გამაგდეთ და წავალ" - როგორ ეხმიანება რობერტ სტურუა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას

რეჟისორი რობერტ სტურუა მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

სტურუას კრიტიკა მის პოსტს მოჰყვა, რომელიც მაყაშვილი-ზანგურის სკანდალს მიუძღვნა - "ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - წერდა რეჟისორი.

აღნიშნულის შემდეგ სტურუასადმი სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა და მათ შორის გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც რუსთაველის თეატრიდან მისი გათავისუფლება მოითხოვეს. აღნიშნულის საპასუხოდ კი რეჟისორი წერს, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.

"დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო", - წერს სტურუა.