ავტორი:

"ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე... კაცური სიტყვა გატეხა" - რას იხსენებს პაიჭაძე "ჰეროკრატიის" გადაღებებიდან?

"ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე... კაცური სიტყვა გატეხა" - რას იხსენებს პაიჭაძე "ჰეროკრატიის" გადაღებებიდან?

ცნობილი ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გადაცემა "სთორიში" წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს, როდესაც სერიალ "ჰეროკრატიაში" თამაშობდა.

ამბობს, რომ მაშინ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოატყუა და ნანობს, რომ რეჟისორის წინააღმდეგ სამართლებრივ ხერხებს არ მიმართა.

"რამდენი ხანია მე ამ თემაზე არ მისაუბრია. მაშინ გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვაც კი გატეხა, როდესაც მითხრა - შენ, როგორც ჰოლივუდელი მსახიობი ისე მოიქეცი, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა, გამოუცდელმა მსახიობმა დავუჯერე მას. მივენდე, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა სერიალში ჩემს მკერდმოშიშვლებულ კადრებს. თუმცა გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს.

ეს იყო ჩემი პირველი შიშვლად გამოჩენა ეკრანზე, რომელიც მე სულაც არ მსურდა. მაშინ იმდენად გული დამწყდა ამ ყველაფერზე, ახლა ვნანობ, რომ რაიმე სამართლებრივ ხერხს არ მივმართე. ეთქვა და ცოტა სხვა ჰონორარს მოვითხოვდი, იქნებ არ ვიყავი წინააღმდეგი, უბრალოდ ვერ ვიტან, როცა არაკაცურად გატყუებენ" - აღნიშნა პაიჭაძემ.

ცნობილმა ისაუბრა ასევე პირადი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ შეყვარებულია მასზე უფროს მამაკაცზე.

"არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი, ცოტა ხანში აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე. ძალიან ვარ შეყვარებული. მომხიბლა თავისი ბობოქარი ენერგეტიკით, ადამიანი ჭაობშია, მაგრამ იქიდანაც ცდილობს, რომ რაღაც აკეთოს.

პრობლემები აქვს, ფინანსური მათ შორის. ამის მიუხედავად ჩემთვის არის შეუპოვარი ადამიანი, ენერგეტიკა აქვს მომნუსხველი. ეს ტიპაჟი ძალიან ჩემია. მე რამდენადაც დავამუშავე ეს რაღაცეები ჩემში, ზუსტად მსგავ ტალღაზე მყოფი ადამიანი შემხვდა.

ჩემზე ბევრად უფროსია. ჩემი პირველი შეთანხმება იყო, რომ მე მისგან სწავლაში მხარდაჭერა დამჭირდებოდა. ელოდებოდა, რომ "ბუწიკებს", ძვირადღირებულ სათვალეებს და ასე შემდეგ მოვითხოვდი. არაფერში არ მზღუდავს. ახლა იმდენად ძვირფასია ჩვენი ურთიერთობა, რომ არ მგონია, თუნდაც სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო დავშორდეთ. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ჩემთან ყოფილიყო. ეს დიდ სტიმულს მაძლევს" - განაცხადა პაიჭაძემ.

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა