ავტორი:

"არ ვამბობ, რომ გაჭირვება არ არის... ვუყურებ, რომ ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ" - ელისო ბოლქვაძე

"არ ვამბობ, რომ გაჭირვება არ არის... ვუყურებ, რომ ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ" - ელისო ბოლქვაძე

მე თვითონ ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში საარსებო მინიმუმის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაჭირვება ბევრ ქვეყანაშია.

ამასთან, ბოლქვაძის თქმით, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი 178 ლარზე მეტი იყო, "წარამარა გამოსვლები არ უნდა იყოს".

"საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდიმარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა…

ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ.

ცოტაა 178 ლარი, ნამდვილად ძალიან ცოტაა, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, ამისთვის არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას", - განაცხადა ბოლქვაძემ.

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან" - როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტსა და კონგრესში "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელმოწერასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"