ავტორი:

პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების დროშების გამოსახულებიანი პირბადეებით - როგორ იქცა დროშა პანდემიური დრესკოდის ნაწილად

პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების დროშების გამოსახულებიანი პირბადეებით - როგორ იქცა დროშა პანდემიური დრესკოდის ნაწილად

კორონავირუსის პანდემიის გამო, პირბადე უკვე წელიწადზე მეტია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. გარდა სამედიცინო პირბადისა, ერთგვარად მოდაშიც კი დამკვიდრდა სხვადასხვა წარწერებისა, თუ ფიგურების გამოსახულებით გაფორმებული პირბადეები.

პოლიტიკოსებში პოპულარულია პირბადეები, რომლებზეც იმ ქვეყნის დროშაა აღბეჭდილი, რომელსაც წარმოადგენენ. ოფიციალური შეხვედრების დროს ზოგ შემთხვევაში, პროტოკოლის ნაწილიც გახდა დროშის გამოსახულებიანი პირბადის ტარება.

ვნახოთ, პოლიტიკური დრესკოდი პანდემიის დროს და როგორ პირბადეებს ირჩევენ პოლიტიკოსები.

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს თითქმის ყოველთვის უკეთია პირბადე, რომელზეც აშშ-ის დროშაა გამოსახული. ასეთი პირბადე ეკეთა მას საქართველოში ვიზიტის დროსაც.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საზოგადოების წინაშე, ოფიციალურ შეხვედრებზე ევროკავშირის დროშის გამოსახულების მქონე პირბადით ჩნდება, თუ დროშა არა, დროშის რაიმე დეტალი მაინც არის ხოლმე დატანილი მის პირბადეზე.

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო ატარებს პირბადეს, რომელზეც არა მთლიან ქსოვილზე, არამედ კუთხეში აქვს გამოსახული ქვეყნის დროშის მთავარი სიმბოლო.

ეს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელია პირბადით და როგორც ხედავთ, ქსოვილის მცირე ნაწილზე დატანილია ევროკავშირის სიმბოლიკა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის დროშის გამოსახულებიანი პირბადით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან დახვედრისას სომხეთისა და საქართველოს დროშებით გაფორმებული პირბადით.

საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით ხშირად ვხედავთ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

რა ინფორმაცია ვრცელდება დუბაის გაუჩინარებული პრინცესას შესახებ - ლატიფას ახალი ფოტო მადრიდიდან: რას წერს პრინცესას შესახებ მისი მეგობარი

"ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს" - ფილიპინების პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას