ავტორი:

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

მსახიობი ბესო ზანგური, რომელსიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ბრძანებას "ფეისბუქზე" თავად ზანგური აქვეყნებს.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი…

რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ" - წერს ზანგური.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა