ავტორი:

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ, მეჩვიდმეტე სეზონში ლევან ყოჩიაშვილის პერსონაჟი - დათო გოცირიძე განსხვავებულ ამპლუაშია: ოჯახში ცოლის გარეშე დარჩენილი ცდილობს, 5 ბავშვის მოვლას გაუმკლავდეს... მუშაობის აქტიურ რიტმს დაბრუნებულ მსახიობთან ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ჩემი ცოლის დაქალები"?

- მეათე წელია, ეს სერიალი ტელეეთერში გადის. ჩემთვის ორმაგი ცხოვრებასავითაა, რადგან გადაღებებზე, პავილიონებში, პარტნიორებთან ერთად იმდენი დრო მაქვს გატარებული, რომ სერიალის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. სულ ვამბობ, რომ ეს დიდი გამართლებაა: ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება (ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ) - მოვხვდი პროექტში, რომელიც სახალხოა, 10 წელია, მაყურებელსაც უყვარს, რეიტინგულია და გადაღების პირველი წამიდან მთავარ როლს ვთამაშობ. ეს ძალიან მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ.

- გიფიქრიათ, რომ ერთხელაც სერიალის გადაღება აღარ გაგრძელდება? ასეთ შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება როგორი იქნება?

- ყველაფერი იწყება და ოდესმე მთავრდება, მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო, რადგან ეს სერიალი ნაწილია ჩემი ცხოვრების, სხეულის, ტვინის... ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი მთავრდება, მაგრამ არ ვიცი, ასეთ დროს ჩემი ცხოვრება როგორი იქნება. ალბათ, სერიალიდან გამოცდილებას "წამოვიღებ". ამ პროექტმა დიდი პოპულარობა, მაყურებლების სიყვარული მომიტანა... სხვა რაღაცებზე ვიფიქრებ, მაგრამ მინდა, "ჩემი ცოლის დაქალები" ჯერ ისევ იყოს (იცინის).

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ადამიანს, რომელთანაც უამრავი შენიშვნა მაქვს, როგორც მეგობართან, შვილთან, მამასთან, მეუღლესთან, ადამიანთან (იღიმის)... მასთან ბევრი კითხვაც მაქვს...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ახლა ხშირად ლაპარაკი ტელევიზიის თანამშრომლებთან მიწევს, რადგან სერიალი დაიწყო, ჩაწერებია, გადაცემები დაგვემატა...

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად, რა გეამაყებათ?

- პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ვარ. შემიძლია, რაღაცებს თვალი არ ავარიდო, არ გადავაბიჯო და გულთან ახლოს მივიტანო. ეს თვისებები მაქვს და ვამაყობ.

- ეკრანულ შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- უფროსები, სერიალის დასაწყისში, ძალიან პატარა ასაკის იყვნენ. ერთად გავიზარდეთ. ახლა მათთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, როგორიც უფროს შვილთან გექნება ადამიანს. სერიალის სცენების გადაღებაც სხვაგვარად მიმდინარეობს: მცირეწლოვანი ბავშვი უფრო იღლება, ცელქობს... უფროსები საქმეს უკვე სხვაგვარად, დიდი მსახიობების მსგავსად უდგებიან... მათთან ურთიერთობა გულთბილი, ტკბილი და სასიამოვნოა. ძალიან საყვარლები არიან. ერთად იმდენი დრო გვაქვს გატარებული, რომ სხვაგვარად როგორ იქნებოდა? კი, მამობრივი გრძნობაც "ჩართულია": სულ მაინტერესებს, როგორ არიან, როგორ სწავლობენ, როგორ მიდის მათი საქმეები...

- სოციალურ ქსელს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

- საჭიროების მიხედვით ვიყენებ. მაგალითად, პანდემიის დროს, ტელეფონში რაღაცებს ვწერდი. სოციალური ქსელების ძალიან აქტიური მომხმარებელი არ ვარ. ცხოვრებამ მოიტანა, რომ სოციალური ქსელი აუცილებლობა გახდა. ადამიანს თუ ტელეფონი სადმე გრჩება, ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს თავი გრჩება სადღაც (იცინის).

- საღამოს 9 საათის შემდეგ, რას აკეთებთ ხოლმე?

- გადაღებები გვიანობამდე გრძელდება. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, როდის დასრულდება. ამიტომ საშვები გვაქვს... ისე, სცენარს ან თუ რამე მაინტერესებს, იმას ვკითხულობ ან ვუყურებ ხოლმე.

- როგორი ბავშვი იყავით?

- ცელქი. სკოლაში სწავლას რაც შეეხება, რაღაცებს ვსწავლობდი, რაღაცებს - არა. ცოტათი განსხვავებულ დროს მომიხდა ბავშვობა და სიყმაწვილე... მშობლებს ცოტათი ვაბრაზებდი. ჯობდა, არ გამებრაზებინა. ახლა სინანული გვიანია, მაგრამ მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, ბევრს მოვიგებდი (იღიმის).

- ეკრანული შვილებიდან რომელიმე ხომ არ გგავთ ხასიათით?

- 21-ე საუკუნის ბავშვები სულ სხვანაირი, ბევრად უკეთესი ადამიანები არიან: ინფორმირებულები, ჭკვიანები და თავისუფლები...

- "ნინას" გარეშე, სერიალში თავს როგორ გრძნობთ?

- ვაიმე, ცუდად, ცუდად... 6 ბავშვის დამორჩილება ძნელია, რა... დაჰკრა ფეხი და წავიდა (იცინის).

- რეალურად, გადასაღებ მოედანზე 5 ბავშვთან ერთად მუშაობა რთულია?

- უფროსები პატარებს ეხმარებიან. აკონტროლებენ, ამხნევებენ, რადგან მალე მოიწყენენ ხოლმე - ბავშვისთვის ამდენი ხალხის გარემოცვაში ყოფნა მაინც ძნელია... ამიტომ უფროსებმა უკვე პატარებზე ზრუნვა დაიწყეს - აიყოლიებენ ხოლმე, რომ არ მოიწყინონ.

- როგორ ფიქრობთ, ნამდვილ სახეს ადამიანი როგორ სიტუაციაში ავლენს?

- შეიძლება, ადამიანის ნამდვილი სახე ლხინმა, უდარდელობამაც გამოავლინოს და გაჭირვებამაც. ასე ვერ განსაზღვრავ, რა... ადამიანის ნამდვილი სახე ვინ იცის, როგორია (იცინის)?..წაიკითხეთ სრულად