ავტორი:

11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვები პუქტი "ნინოწმინდას" მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"COVID-19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 50 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.

აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე, რისკ ჯგუფებში შემავალი პირების სისტემური ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

"8 წელია ყოფილი მეუღლე არ მინახავს... ის ქალი როგორია? ახალგაზრდა და ლამაზი" - მარინა ბერიძე მეუღლეზე, რომელთან ერთადაც 42 წელი იცხოვრა

"უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა" - პაატა იმნაძე